Tuesday 8 June 2010

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.)

2009 წლის 19 10, ორშაბათი, 21:59-ზე
ერეკლე მეორის მცდელობა, საქართველოთი დაეინტერესებინა დასავლეთი, უშედეგო აღმოჩნდა. ამის გამო, იგი იძულებული გახდა მზერა რუსეთისკენ მიემართა. 1783 წლის 24 ივლისს ერეკლე მეორემ და ეკატერინე დიდმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და პროტექტორატის ტრაქტატს, რომელსაც “გეორგიევსკის ტრაქატატი” ეწოდა. ტრაქტატის თანახმად, ქართველი მეფეები ცნობდნენ რუსეთის იმპერიის ძალაუფლებას, მაგრამ რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს შინაურ საქმეებში.
რუსეთმა ოფიციალურად დადებული პირობა არ შეასრულა. ეკატერინე დიდი 1796 წელს დესპოტმა იმპერატორმა პავლე პირველმა შეცვალა; 2 წლის შემდეგ, ერეკლე მეორე მისმა უმოქმედო მემკვიდრემ, საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მეთორმეტემ (1798-1800) შეცვალა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1800 წლის 28 დეკემბერს, მის შვილებსა და ძმებს შორის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა.
1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი.
1801 წლის 15 სექტემბერს, ალექსანდრე პირველმა 1783 წლის ტრაქტატის დარღვევა ახალი საიმპერატორო მანიფესტით დაადასტურა. საქართველოს უძველესი სამეფო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად იქცა. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.

იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.
მეტის წაკითხვა ...

საქართველოს ვიდეო ენციკლოპედია (რუსეთ საქართველოს ისტორია)

Wednesday 12 May 2010

ეროვნული მოძრაობის გმირები

მერაბ კოსტავა

ეროვნული მოძრაობის აღორძინება საქართველოში. 9 აპრილის ტრაგედია

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფროგააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთაორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებსშორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს .. ლიხნის ასამბლეისჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფადა 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამისსაპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბითარასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთამთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთამოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობითათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობისკომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლიბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანიდემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა დასაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმასაბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში დავეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმამდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალებისგამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.