Wednesday 12 May 2010

ეროვნული მოძრაობის გმირები

მერაბ კოსტავა

ეროვნული მოძრაობის აღორძინება საქართველოში. 9 აპრილის ტრაგედია

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფროგააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთაორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებსშორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს .. ლიხნის ასამბლეისჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფადა 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამისსაპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბითარასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთამთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთამოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობითათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობისკომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლიბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანიდემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა დასაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმასაბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში დავეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმამდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალებისგამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.